|
2025-05-12 12:16:25, 945 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე ადგილობრივ არჩევნებზე - თუ არსებული სტატუს-კვო არ შეიცვალა, ეს არის მხოლოდ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა
თუ არსებული სტატუს -კვო არ შეიცვალა, ეს არის მხოლოდ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და თუკი გახარიას პარტია აპირებს მორიგჯერ, როგორც „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ისევ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, კი ბატონო, მიიღონ მონაწილეობა, ხელს არავინ უშლის, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, არცერთი პარტია არ უცხადებს ბოიკოტს თვითმმართველობის არჩევნებს. „როდესაც ჩვენ დასავლელ მეგობრებსა და დიპლომატებს ვხვდებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ძალიან ადეკვატური პოზიცია აქვთ დასავლელ პარტნიორებს, იმიტომ, რომ თუ არსებული სტატუს-კვო არ შეიცვალა ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაა და თუკი გახარიას პარტია აპირებს მორიგჯერ, როგორც „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ისევ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, კი ბატონო მიიღონ მონაწილეობა, ხელს არავინ უშლის. წინასწარ ასეთი განცხადებების გაკეთება, რომ „ჩვენ არ ვუცხადებთ ბოიკოტს“ - ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს! თუ ყველაფერი შეიცვლება, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება არცერთი პარტია არ ვუცხადებთ ბოიკოტს[ თვითმმართველობის არჩევნებს] და თუ არ ინიშნება, რა არჩევნებში გადიან? პოლიტპატიმრები ციხეში სხედან და ისინი თბილისის შემოვლით გზაზე აპირებენ კამპანიის ჩატარებას, თუ „ბასლაინებზე“ აპირებენ საუბარს, როდესაც ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი გვეყოლება. ეს არის უაზრობა, მარაზმი და მხოლოდ და მხოლოდ, ემსახურება თითქოს მათი განსხვავებული პოზიციის გამოკვეთას, რაც დამერწმუნეთ, არ აქვთ“-განაცხადა ლევან სანიკიძემ. რაც შეეხება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ რეგიონებში მხარდამჭერებთან შეხვედრას, ლევან სანიკიძის მოსაზრებით, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ გიორგი გახარიას პარტიის მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა, ამიტომ ბევრად უფრო ნაკლები პრეტენზიის საფუძველი შეიძლება იყოს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიმართ. ამასთან, სანიკიძემ ისაუბრა, თუ რას აკეთებს მათი პარტია, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“. „ჩვენ ძალიან აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული სხვადასხვა კამპანიის თვალსაზრისით რეგიონებში. არ არის აუცილებელი ყოველთვის კამერების წინ მუშაობა. საპარლამენტო არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის შემთხვევაში ვიქნებით ყველაზე მეტად მომზადებული. ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. ინსინუაციები რომ არ წავიდეს, თითქოს ეს გასვლები ემსახურება თვითმმართველობის არჩევნებში გასვლას და ა.შ. არის აუცილებელი ყოველთვის კამერასთან პოზირება, სხვადასხვა რეგიონში საკუთარ გუნდს შეგვიძლია კამერის გარეშეც შევხვდეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ჩაინიშნება სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები და არჩევნებს ადმინისტრირებას ირაკლი კობახიძე არ გაუწევს“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
CNN: ტრამპმა ბოლო 12 დღის განმავლობაში განსაკუთრებით უცნაური საქციელი გამოავლინა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემთხვევებს მნიშვნელოვანი გართულებები არ მოჰყოლია
112-ში ზარები შეფერხებით შედის - გამოქვეყნდა ალტერნატიული საკონტაქტო ნომრები
მოსკოვის აეროპორტებში 30-ზე მეტი რეისი ვერ დაეშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)