|
2025-05-12 09:45:32, 1883 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების იდეას არ ეთანხმება
რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების იდეას არ ეთანხმება - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია ABC-თან ინტერვიუში განაცხადა. "კონფლიქტის რეგულირების პროცესი სავსეა მცირე დეტალებით, რომლებიც როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მომავლისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - თქვა მან. პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს. მანამდე, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. "კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს." - თქვა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)