23:01 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-11 12:02:04, 928 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ჩვენ არ ვიბრძვით ევროპისთვის, ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის

ჩვენ არ ვიბრძვით ევროპისთვის, ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ცდილობს, ევროპა და ევროპული დროშები საქართველოში ანტიქართულ სიმბოლოდ გაასაღოს.

"ქოც-რუსული“ პროპაგანდა საქართველოსთან ბრძოლას არ წყვეტს. ის ცდილობს, ევროპა და ევროპული დროშები საქართველოში ანტიქართულ სიმბოლოდ გაასაღოს. გვიმტკიცებს, თითქოს თავისუფლება უცხოა, თითქოს ევროპული, ქრისტიანული იდენტობა მიუღებელი და მხოლოდ ხალხის ძარცვა, შიში და მონობაა ჩვენი „ტრადიცია". ჩვენ არ ვიბრძვით ევროპისთვის, ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის! საქართველოსთვის, სადაც კანონი იცავს ხალხს და არა ივანიშვილის ბანდას; ოცნებები აღარ იმსხვრევა ემიგრაციის ბილეთებად და თავისუფლება, ღირსება, რწმენა და სამშობლო ერთმანეთს არ ებრძვის, არამედ ერთმანეთს ამაგრებს! ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის, ის არის გზა დაცულობისკენ, განვითარებისა და სიმშვიდისკენ. ეს არის ჩვენი მიზანი – ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. ახლა ვეკითხები მათ, ვინც დღეს ცდილობს ქვეყანა გათიშოს, ხალხი დააშინოს და ძალით ებღაუჭება ძალაუფლებას: თქვენ რისთვის იბრძვით, გარდა ივანიშვილის და ხალხის ძარცვის უფლებისა? საქართველოსთვის რუსული ჭაობის გარდა, რა მომავალი გაქვთ შეთავაზებული?!", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics