|
2025-05-11 10:15:01, 1472 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან ცეცხლი მინიმუმ 30 დღით უნდა შეწყდეს
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. შესაბამის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ერთობლივი განცხადების მიღება 10 მაისს კიევში ემანუელ მაკრონის (საფრანგეთის პრეზიდენტი), ფრიდრიხ მერცის (გერმანიის კანცლერი), კირ სტარმერის (დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) და დონალდ ტუსკის (პოლონეთის პრემიერ-მინისტრი) ვიზიტის შემდეგ მოხდა. “შაბათს, 2025 წლის 10 მაისს, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს კიევში შეხვდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა იყოს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. ისინი შეთანხმდნენ, რომ უპირობო ცეცხლის შეწყვეტა არ შეიძლება შეზღუდული იყოს არავითარი პირობებით. თუ რუსეთი ასეთ პირობებს წამოაყენებს, ეს შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ როგორც ომის გაგრძელებისა და დიპლომატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ისინი მოითხოვენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ყოვლისმომცველი იყოს: ცაში, ზღვასა და მიწაზე… ისინი მიესალმნენ იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტისკენ და შინაარსიანი საუბრების ჩატარებისკენ მოწოდებას მხარს უჭერს როგორც ევროპა, ასევე შეერთებული შტატები. მათ აღნიშნეს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერების უკიდურესი მნიშვნელობა, როგორც უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტის. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ძირითადი ელემენტი ასევე უნდა გახდნენ საგარანტიო ძალები (კონტინგენტი). ისინი შეთანხმდნენ: თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, საჭირო იქნება უფრო მკაცრიო სანქციების გამოყენება მისი საბანკო და ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ, რომლებიც სამიზნეში ამოიღებენ წიაღისეულ საწვავს, ნავთობსა და ჩრდილოვან ფლოტს. ისინი შეთანხმდნენ ევროკავშირის ძლიერი სანქციების მე-17 პაკეტის მიღებასა და მისი იმ სანქციებთან კოორდინაციაზე, რომლებიც შემოიღეს დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ, ასევე შეერთებულმა შტატებმა. ისინი შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების ეფექტურად გამოყენებაზე მუშაობის გაგრძელებაზე და ამ საკითხის “დიდი შვიდეულის” შემდეგ სამიტზე განხილვაზე. მათ მზაობა გამოხატეს მომავალშიც გააგრძელონ უკრაინის თავდაცვის გაძლიერება, განსაკუთრებით უკრაინული არმიის. ეს უნდა ითვალისწინებდეს თავდაცვითი სიმყარის დაფინანსებას და ინვესტიციებს შეიარაღების წარმოებაში როგორ უკრაინაში, ასევე ევროპულ ქვეყნებშიც ერთობლივი პროექტების ფარგლებში,” - ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)