|
2025-05-10 17:25:46, 1950 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვითხოვთ, რომ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს
მოვითხოვთ, რომ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რომელიც 12 მაისიდან დაიწყება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შევთანხმდით, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან, 12 მაისიდან ამოქმედდეს, სულ მცირე, 30 დღით. ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად მოვითხოვთ და ვიცით, რომ აშშ მხარს გვიჭერს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ევროპა და აშშ კოორდინირებულად მასშტაბურ სანქციებს დააწესებენ. „30-ზე მეტი ქვეყანა მოითხოვს, რომ 12-დან დაიწყოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, ყოველგვარი პირობების გარეშე. მონიტორინგს ძირითადად ამერიკელები განახორციელებენ, მაგრამ მონაწილეობას ყველა მიიღებს. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ შევთანხმდით, რომ მასშტაბური სანქციები იქნება. სანქციები ევროპელებსა და ამერიკელებს შორის კოორდინირებულად იქნება მომზადებული“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)