|
2025-05-10 14:50:48, 1373 ნახვა
ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ მხარს ვუჭერთ სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას
ჩვენ მხარს ვუჭერთ სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა მოხდეს. „დღეს „მსურველთა კოალიცია“ შეიკრიბა. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. ჩვენი მიზანი ნათელია: სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რასაც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისა და სანქციების გამკაცრებისთვის მზად არის.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)