|
2025-05-10 11:25:08, 1413 ნახვა
ომი უკრაინაში
დიმიტრი პესკოვი - ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კიევისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს
ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კიევისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. „თუ ცეცხლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ იარაღის მარაგთან დაკავშირებით, რომელიც ყოველდღიურად შედის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან? წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის უპირატესობას მოიტანს. უკრაინა გააგრძელებს სრულ მობილიზაციას და ფრონტის ხაზზე ახალ ჯარებს გადაიყვანს. რატომ უნდა მივცეთ მსგავსი უპირატესობა უკრაინას?“, - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ უკრაინა ამისთვის მზად არ არის. „პრეზიდენტი პუტინი ყველაფერს აკეთებს პრობლემის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის, მაგრამ მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალებების არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვართ სამხედრო ოპერაცია გავაგრძელოთ. ისინი მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისთვის მზად არ არიან“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)