|
2025-05-09 16:29:41, 1660 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის 1.9 მილიარდამდე ევრო გამოუყო
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, უკრაინის ქალაქ ლვოვში ვიზიტის დროს, ქვეყანას დამატებით 1.9 მილიარდ ევრომდე ოდენობის სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა „ტელეგრამზე“ დაწერა. „დღეს ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის თითქმის 1.9 მილიარდი ევროს გამოყოფის განზრახვა“, - აღნიშნა შმიგალმა. უკრაინის პრემიერი ამ გადაწყვეტილებას ისტორიულად მიიჩნევს, რადგან უკრაინისთვის იარაღის შეძენა „ევროპის მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით მოხდება. „ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო გამოყენებული იქნება იარაღის შესაძენად ე.წ. დანიური მოდელის მიხედვით - პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან. კიდევ 600 მილიონი ევრო დაიხარჯება არტილერიასა და საბრძოლო მასალაზე. 200 მილიონ ევროზე მეტი კი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე“, - განმარტა შმიგალმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)