03:57 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 16:03:06, 1332 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვუწოდებ ევროპას და დემოკრატ მეგობრებს, მხარი დაუჭირონ ტრიბუნალის შექმნას

ვამაყობთ ევროპით, რომელიც არ კლავს, რომელიც გაერთიანებულია. რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენს კონტინენტს გრძელი და მდიდარი ისტორია აქვს, მაგრამ დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვამაყობთ ჩვენი ახალი ევროპით - ევროპით, რომელმაც იცის, როგორ იცხოვროს და იცავს სიცოცხლის უფლებას. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს ევროპა. ჩვენ ვამაყობთ ევროპით, რომელიც არ კლავს, რომელიც გაერთიანებულია, რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს. ევროპით, რომელიც პატივს სცემს ინდივიდს და თუ ვიკითხავთ, ვინ არის ეს ინდივიდი, ეს ნამდვილად არ არის რომელიმე მმართველი ან მეფე. დღევანდელი ევროპის გულში ყველა ადამიანის პატივისცემაა“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ პასუხისმგებლობის გარეშე დეკლარირებული უფლებები რეალური არ არის და ადამიანის ღირსების პატივისცემა გაქრობას იწყებს.

„ეს არის მე-20 საუკუნის უდიდესი მორალური მემკვიდრეობა - უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობა ომისთვის, რადგან თუ ერთი ომიც კი დაუსჯელი დარჩება, მას კიდევ მეტი ომი მოჰყვება. სწორედ ამიტომ დაიწყო პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ - ის წინა ომებს დაუსჯელად გადაურჩა, როგორც ბანდიტი, რომელსაც არასდროს არაფერზე მოუწია პასუხისგება. ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს. დღეს თქვენს წინაშეა გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი ომების თავიდან აცილებას ანგარიშვალდებულების გზით. გადაწყვეტილება შეიქმნას ტრიბუნალი - ტრიბუნალი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ევროპას და სხვა პარტნიორებს მოუწოდებს, ამ გადაწყვეტილების მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ.

„დღეს, როდესაც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ლვოვში შეხვედრას მართავენ, მოვუწოდებ მთელ ევროპას და ჩვენს დემოკრატ მეგობრებს მთელ მსოფლიოში, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილების მიმართ“, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics