|
2025-05-06 14:03:54, 1087 ნახვა
ეკონომიკა
ახალი ეტაპი პრემიუმ საბანკო მომსახურებაში | პირველად საქართველოში, Mastercard და სტუდიო ლიბერთი Black Edition ბარათს წარადგენენ
Mastercard და ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულება, სტუდიო ლიბერთი, მომხმარებელს პრემიუმ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტს სთავაზობენ - Top|Card Black Edition საქართველოში Mastercard-ის პირველი საკრედიტო ბარათია, რომელიც შექმნილია პრემიუმ სერვისებზე ორიენტირებული მომხმარებლებისთვის და აერთიანებს ფინანსურ და სამოგზაურო უპირატესობებს. ლიბერთი თავის მომხმარებელს Top|Card-ს ერთი წელია რაც სთავაზობს და მოიცავს თანხის უპროცენტოდ გადანაწილების ფუნქციას 3000+ზე მეტ პარტნიორ კომპანიაში. ხოლო Top|Card Black Edition, ლიბერთის პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, დამატებით მიიღონ წვდომა შოპინგისა და მოგზაურობის პრემიუმ გამოცდილებაზე - გლობალური კონსიერჟ სერვისები, ლაუნჯები, სადაზღვევო მომსახურებები და სპეციალური შეთავაზებები. „Mastercard-ში ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც არამხოლოდ გადახდის ინსტრუმენტებს სთავაზობს მომხმარებლებს, არამედ ემსახურება ცხოვრების სტილის ამაღლებას. Top|Card Black Edition სწორედ ამ იდეას გამოხატავს — ესაა ბარათი, რომელიც გაძლევთ წვდომას პრემიუმ გამოცდილებებზე, დაუვიწყარ თავგადასავლებსა და შეუფასებელ მომენტებზე" - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში. "ლიბერთის უნივერსალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, პრემიუმ სეგმენტისთვის სერვისებისა და პროდუქტების განვითარება, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ Mastercard-თან პარტნიორობით, სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებს პირველად ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ World Black Edition ბარათით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამ პროდუქტის დანერგვაში ჩართულ ყველა გუნდს" - ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი „მოხარულები ვართ, რომ სწორედ სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები შეძლებენ World Black Edition-ის პირველად გამოყენებას. Top|Card Black Edition-ის მფლობელებისთვის, მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი მრავალფეროვანი შეთავაზებები, სამოგზაურო ბენეფიტები, სპეციალური კამპანიები და რა თქმა უნდა, საბანკო მომსახურების ახლებური გამოცდილება, რომლითაც სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ. - ლედი კოჭლამაზაშვილი, ლიბერთის პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბარათით სარგებლობისას ხელმისაწვდომი იქნება Mastercard World Black Edition-ის მუდმივი სამოგზაურო უპირატესობები: 10 უფასო Lounge Key ვიზიტი (ბარათით დახარჯული თანხის მიუხედავად, 1200+ ლაუნჯში) Top|Card Black Edition-ის სპეციალური შეთავაზებების ფარგლებში, პირველი პარტნიორი საქართველოში პლატფორმა tkt.ge იქნება. ერთობლივი კამპანია ზაფხულის სეზონს მიეძღვნება და ბარათის მფლობელებს, 13-31 მაისს ავიაბილეთის შეძენისას, საფასურის ხარჯის 3 თვეზე გადანაწილებას და დამატებით 200 ლარიან ქეშბექს შესთავაზებს. ლიბერთის სტანდარტული Top|Card-ის მფლობელები, სტუდიო ნაკრების შეძენისთანავე შეძლებენ Black Edition-ით სარგებლობას. ხოლო მას, ვისაც ჯერ არ აქვს Top|Card, შეუძლია მარტივად გახდეს სტუდიოს წევრი და დაიმტკიცოს სასურველი ლიმიტი ბარათზე. გახდი სტუდიო სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა — პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ფინანსებისთვის. ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



