13:32 - 30 Oct, 2026
|
2025-05-05 19:25:07, 1980 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული პროპაგანდისტული Telegram-არხები - უკრაინამ კურსკის საზღვართან იერიში მიიტანა
რუსი პროპაგანდისტული Telegram-არხები იტყობინებიან, რომ უკრაინამ რუსეთში კურსკის ოლქის საზღვრის გარღვევა სცადა. პროპაგანდისტები წერენ, რომ უკრაინული შეიარაღებული ძალები გლუშკოვოს რაიონის დასახლებებს, ტეტკინოსა და ზვანნოეს თავს დაესხა. პარალელურად, უკრაინაში სუმის ოლქის ხელმძღვანელმა, მიხაილო მელნიკმა ორი ქალაქის, ბელოპოლიესა და ვოროჟბას საგანგებო ევაკუაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მელნიკმა Facebook-ზე დაწერა. მელნიკის თქმით, მოსახლეობამ ქალაქები სასწრაფოდ უნდა დატოვოს და მათ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ. ორივე ქალაქის კურსკის ოლქის საზღვრისგან დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)