|
2025-05-05 17:56:20, 1919 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ცეცხლის შეწყვეტა მიღწევა ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში ვიზიტის დროს თქვა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი და მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს, მოსკოვზე წნეხი გააძლიერონ. "ჩვენ გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი, დღეიდანაც კი და სულ მცირე 30 დღე უნდა გაგრძელდეს, რათა დიპლომატიისთვის რეალური შანსები გაჩნდეს" – თქვა ზელენსკიმ. ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დამატებითი წნეხის გარეშე პუტინი არ გადადგანს ქმედით ნაბიჯებს ომის დასასრულებლად. "ჩვენ გვჯერა, რომ წნეხის მომატების გარეშე, რუსეთი რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს ომის დასასრულებლად. დღეს 54-ე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთმა იგნორი გაუკეთა აშშ-ს შეთავაზებას ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე" – ამბობს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)