13:33 - 30 Oct, 2026
|
2025-05-05 11:10:18, 1721 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა
რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა სუმის ოლქი 2 ისკანდერის ტიპის რაკეტით დაბომბა. გარდა ამისა, კურსკიდან, ორელიდან და მილეროვოდან 116 დრონი ააფრინა. უწყების ინფორმაციით უკრაინელებმა 42 მტრის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაიკარგა 21 რუსული დრონი. საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალდა სუმისა და დონეცკის ოლქები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის. რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)