06:44 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 10:29:24, 1093 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკსა და Swisscontact-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი,  ახალი შესაძლებლობების შექმნასა და პარტნიორული ქსელის განმტკიცებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა Swisscontact-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტს“ (RSMEDP) ახორციელებს, Mercy Corps-თან და Springfield Centre-თან ერთად.

პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერაა დაფინანსებული.

ურთიერთთანამშრომლობის მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება, მათთვის დამატებითი რესურსების მობილიზება და საგანმანათლებლო თუ სხვა სერვისების გაზიარებაა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს:

  1. ESG პროდუქტებისა და პროცესების განვითარებას - ამ მიზნით, მხარეები ეფექტური სერვისების შემუშავებაში მიიღებენ მონაწილეობას;
  2. არაფინანსური სერვისების განვითარებას - ურთიერთთანამშრომლობით, ჩამოყალიბდება საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და სხვა ისეთი სერვისები, რომლებიც მეწარმეებს ბიზნესის განვითარებაში დაუჭერს მხარს და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის გზებზე მიაწვდის ინფორმაციას. მათ შორის, პარტნიორობა ბიზნეს სესხების აპლიკაციის ხარისხის გაუმჯობესებასაც ისახავს მიზნად.

„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტთან“ (RSMEDP). გასულ წლებში ჩვენ ერთად რეგიონული ბიზნესებისთვის, მათ შორის, აგრო თუ სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე მეწარმეებისთვის, არაერთი შესაძლებლობა შევქმენით, გავუზიარეთ მათ განვითარებისთვის საჭირო ინფორმაცია და რესურსები. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის მდგრადი განვითარება  რეგიონული, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის გაძლიერების გარეშე შეუძლებელია, სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვცდილობთ, რეგიონული ბიზნესების გაფართოებასა და გაძლიერებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობას. დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის პროდუქტების და სერვისების ეფექტურად მიწოდების მიზნით პროექტი ითანამშრომლებს ბანკის არასაბანკო პროდუქტების განვითარებისა და ESG და მდგრადობის დეპარტამენტებთან. საბანკო პროდუქტების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია საწარმოების ეფექტური ფუნქციონირებისა და ეკონომიკური ზრდისთვის. გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობა ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და გაზრდის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებსა და დასაქმებას“, - აღნიშნა რიჩარდ როუზმა, “რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის“ ხელმძღვანელმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics