|
2025-04-23 20:40:16, 1121 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ზელენსკის დასაკვეხნი არაფერი აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია
უკრაინისთვის ვითარება საზარელია, ზელენსკის შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს. “უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, Wall Street Journal-ის პირველ გვერდზე იკვეხნის, რომ “უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას. ამაზე არაფერი არაა სალაპარაკო”. ეს განცხადება ძალიან დამაზიანებელია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ მხრივ, რომ ყირიმი დაკარგულ იქნა წლების წინ ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს, და განხილვის საგანი არცაა. არავის არ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსულ ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ თუ მას ყირიმი სურს, რატომ არ იბრძოლეს მისთვის თერთმეტი წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა? “ობამას გადაცემამდე” ტერიტორიაზე წლებია მდებარეობდა რუსეთის წყალქვეშა გემებისთვის დიდი ბაზები. ზელენსკის განცხადების მსგავსი წამქეზებელი განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. დასაკვეხნი არაფერი არ აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია - მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს. რუსეთთან საქმე არ მაქვს, მაგრამ საქმე მაქვს იმასთან, რომ მსურს გადავარჩინო, საშუალოდ, კვირაში ხუთი ათასი რუსი და უკრაინელი სამხედრო, რომლებიც საერთოდ უმიზეზოდ იღუპებიან. ზელენსკის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება “სასაკლაოს” გაგრძელების გარდა არაფერს არ გააკეთებს, და არავის არ უნდა ეს! ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ კაცმა, რომელსაც “სათამაშოდ კარტები არ აქვს” ახლა, საბოლოოდ, უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს, რომ გამოვიდნენ ამ სრული და ტოტალური არეულობიდან, რომელიც არ დაიწყებოდა მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!” - წერს ტრამპი.
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)