|
2025-04-14 18:20:26, 940 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - 9 მაისის აღლუმსა ან საზეიმო ღონისძიებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა არ იქნება მსუბუქად აღქმული ევროპული მხარის მიერ
9 მაისის აღლუმსა ან საზეიმო ღონისძიებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა არ იქნება მსუბუქად აღქმული ევროპული მხარის მიერ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „განხილული იყო და მკაფიოდ ითქვა სხვადასხვა წევრი ქვეყნის მიერ, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმში ან საზეიმო ღონისძიებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა არ იქნება მიღებული მსუბუქად ევროპული მხარის მიერ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი აწარმოებს სრულმასშტაბურ ომს ევროპაში“, – განაცხადა კაია კალასმა. ამასთან, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ სურს, რომ რომელიმე კანდიდატმა ქვეყანამ მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებაში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)