13:46 - 17 Sep, 2026
|
2025-04-12 14:53:17, 745 ნახვა
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას. ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თემა ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას უკავშირდება. „უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან. ეს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ეხება. ეს ეხება ჩვენს წვლილს. უკრაინას ახლა ჰყავს 100 ბრიგადა, რომლებსაც გააჩნიათ ყოველდღიურად ბრძოლის გამოცდილება. რა თქმა უნდა, ეს იქნება რეალური, ნამდვილი კონტრიბუცია სამომავლო ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში. სხვათა შორის, ყველაზე იაფი კონტრიბუცია“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)