|
2025-04-11 20:44:26, 852 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთი მშვიდობით ჯერ კიდევ არ არის დაინტერესებული
გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ არ არის მშვიდობით დაინტერესებული. მისი თქმით, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინას ბრძოლის გაგრძელება შეუძლია. "უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გაგრძელების პირობებში უნდა ვაღიაროთ, რომ ახლო მომავალში უკრაინაში მშვიდობის დამყარება მიუღწეველი ჩანს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინამ კვლავაც ისარგებლოს ჩვენი ერთობლივი სამხედრო მხარდაჭერით". - აღნიშნა პისტორიუსმა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰეილიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში "მსურველთა კოალიციის" ჯარისკაცები სამშვიდობო ძალები არ იქნებიან და განმარტა, რომ კოალიციის ძალები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იმოქმედებენ. "ეს არ არის სამშვიდობო ძალები, რომლებიც ამჟამად მეომარ მხარეებს კონტაქტის ხაზთან გაყოფენ. [...] პუტინის აგრესიის განახლების შეკავების ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ცეცხლის შეწყვეტის გამყარების საუკეთესო გზა თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერეა". - თქვა ჰეილიმ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)