|
2025-04-11 18:37:03, 815 ნახვა
მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის
ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა ცდილობს მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ეგეოსის ზღვაში და ხელ უწყობს დადებითი ატმოსფეროს შენარჩუნებას მეზობელ საბერძნეთთან. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი აქტიურად აკვირდება ბალკანეთზე განვითარებულ მოვლენებს და მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში თავიანთ ადგილს აძლიერებენ. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მუშაობს ხანგრძლივი მშვიდობის და სტაბილურობისთვის უშუალო სამეზობლოში, როგორიც არის უკრაინა, სირია, ლიბია და ღაზა. „სრული გულწრფელობით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ თვალი არ გვიჭირავს ვინმეს მიწაზე, ვინმეს სუვერენიტეტზე ან რესურსებზე. ჩვენ არ გვაინტერესებს, რა არის მიწის ქვეშ. ჩვენ გვაინტერესებს, რა არის მიწის ზემოთ, ჩვენ ადამიანები გვაინტერესებს, ადამიანების სიცოცხლე გვაინტერესებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)