|
2025-04-10 15:38:10, 672 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ და რუსეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პატიმრები გაცვალეს
აბუ დაბიში მიმდინარე შეხვედრის ფონზე აშშ-მ და რუსეთმა პატიმრების გაცვლის მორიგი პროცესი შეასრულეს. რუსეთმა ორმაგი, რისეთისა და აშშ-ს მოქალაქეობის მქონე ქსენია კარელინა გაათავისუფლა. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც აშშ-ში დაფუძნებულ უკრაინულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში 100 დოლარზე ნაკლები თანხა გადარიცხა. მას ბრალად ქვეყნის ღალატი ედებოდა. სანაცვლოდ აშშ-მ 2023 წელს კვიპროსში დაკავებული არტურ პეტროვი გაათავისუფლა. მას გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ბრალად მნიშვნელოვანი მიკროჩიპების ექსპორტირება ედებოდა. The Wall Street Journal-თან საუბარში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) წყარომ თქვა, რომ მოლაპარაკებები CIA-ის დირექტორსა და მის რუს კოლეგას შორის მიმდინარეობდა. პატიმრები მხარეებმა აბუ დაბის აეროპორტში გაცვალეს. "დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთიდან კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული ამერიკელი დააბრუნა სახლში. ამაყი ვარ CIA-ის თანამშრომლებით, რომლებმაც დაუღალავად იმუშავეს ამ პროცესზე, და მადლობას ვუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას, რომ შესაძლებელი გახადა გაცვლა.“ - თქვა CIA-ის დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა WSJ-სთვის მიცემულ კომენტარში.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)