|
2025-04-10 13:27:49, 614 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - „უცხოური ძალა“ ნიშნავს იმას, რასაც დღეს წარმოადგენს უცხოური ძალა დღევანდელი რადიკალების სახით
ის, რაც მოხდა, ის უბედურება, რაც დაგვატყდა, უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ იყო? ჩვენი შინაურები იყვნენ? - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც 9 აპრილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც მან აღნიშნა, რომ „9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ". როგორც კალაძემ აღნიშნა, კატეგორიულად მიუღებელია ის, რომ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ 9 აპრილის მემორიალთან. „ყველანი ვიცით ვინ არიან, ეს არიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, ვინც გამოირჩევა აგრესიით, გამარგინალებულები არიან და რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ის, რომ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ 9 აპრილის მემორიალთან. იქ იყვნენ ადამიანები, ვინც ამ მემორიალზე ზემოთ ასულები ცეკვავდნენ. არსებობს ამის კადრები, მოიძიეთ და ნახავთ. ამ ადამიანებს არაფერი აინტერესებთ, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ისინი უბრალოდ ასრულებენ თავიანთ დავალებას, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ყველა ვხედავთ, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, გამარგინალებულები არიან. რადიკალებს და მარგინალებს ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვთ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, „უცხოური ძალა“ ნიშნავს იმას, რასაც დღეს წარმოადგენს უცხოური ძალა დღევანდელი რადიკალების სახით, რომლებიც არიან გამარგინალებულები. ის რაც მოხდა, ის უბედურება, რაც დაგვატყდა, უცხოური ძალა იყო, საბჭოთა არმია აბა ვინ იყო? ჩვენი შინაურები იყვნენ? მარტივად გასაგებია, საბჭოთა არმია როგორ იქნებოდა ჩვენი, საკუთარი? საბჭოთა არმია იყო საბჭოთა არმია, რაც მოხდა, იყო ძალიან მძიმე. მივიღეთ სრული კატასტროფა, უამრავი ადამიანი დაიღუპა, თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და უდიდესი სტიმული იყო ბევრი ადამიანისთვის მაშინ გადადგმული ეს ნაბიჯი. უცხოურ ძალას ყოველთვის ჰქონდა ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით თავისი ინტერესები. არ იფიქროთ, რომ აქ ამერიკელი ან ევროპელი ჩამოვა და ქართველის გასაკეთებელს ის გააკეთებს. ბევრი რაღაცები იფუთებოდა, რომ ვითომ რა კეთილ საქმეებს აკეთებს და რა „კეთილი ბიძიები“ არიან, მაგრამ ამის უკან, ბოლო წლებში კარგად გამოაშკარავდა ყველაფერი - სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობა, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება, საიდან მოდიოდა ეს თანხები? ხომ ვერ შემახსენებთ ვინ იყვნენ ეს ორგანიზაციები და ვინ იყო ამის უკან? ხომ ვერ მეტყვით? ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს 6 მლრდ დახმარება საქართველოსთვის, ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში აქვს დახარჯული 6 მლრდ დოლარი. აშშ არის ზესახელმწიფო, უძლიერესი სახელმწიფო. იმით კი არ უნდა დავკმაყოფილდეთ, 6 მლრდ დოლარი 30 წლის განმავლობაში რომ დახარჯეს, უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის. ამ აგენტურით, რომელიც იქმნებოდა წლების განმავლობაში ორ კაპიკს გადმოაგდებდნენ და ამით თურმე უნდა ვყოფილიყავით კმაყოფილები“,- განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ“. მისივე თქმით, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე.
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
არჩევნები ბერლინი და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში: AfD ლიდერობს, თუმცა მთავრობას ვერსად ჩამოაყალიბებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)