|
2025-04-10 11:17:04, 697 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ ორი ცნობილი ჟურნალისტი დააკავა
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში დღეს დილით ჩატარებული რეიდების დროს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ორი ცნობილი ჟურნალისტი დააკავა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტიმურ სოიკანი და მურატ აგირელი, რომლებიც ცნობილები არიან საგამოძიებო ჟურნალისტიკით და მთავრობის პოლიტიკისა და ინსტიტუტების მიმართ კრიტიკული პოზიციით, მუქარისა და შანტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. Reuters-ის ცნობით, სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ დაამტკიცა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა ჟურნალისტების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისა და ციფრული მოწყობილობების ჩამორთმევის ორდერების გაცემის შესახებ. აღნიშნული ორდერები სამართალდამცავებს უფლებას აძლევს, ამოიღონ და შეისწავლონ ჟურნალისტების კუთვნილი ციფრული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერები, მყარი დისკები და მობილური ტელეფონები.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)