14:31 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 17:28:01, 692 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთის არმიის დანაყოფები, რომლებიც განთავსებული არიან ვარდენისის რაიონის გარაიმანის და იუხარი შორჯის დასახლებების მიმართულებაზე, პერიოდულად ხსნიდნენ ცეცხლს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისკენ ცეცხლსასროლი იარაღიდან.

„აზერბაიჯანის არმიის ნაწილებმა მითითებულ მიმართულებებზე ადეკვატური კონტრზომები მიიღეს“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სასაზღვრო ზონაში სროლას უარყოფს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. განცხადების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის და მასთან დაკავშირებული ანგარიშების გამოსაძიებლად ბაქოს სომხეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი მექანიზმის შექმნა შესთავაზა, თუმცა აზერბაიჯანს ამ ინიციატივაზე ჯერ არ უპასუხია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინელმა როსტოვში აეროდრომზე 3 თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი გაანადგურეს
ქართული ოცნება გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს
Visa იმსახურებს ჩემპიონს — საქართველოს ბანკის კამპანიას გლობალური ლიდერი შეუერთდა
კობახიძე: ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ძალიან ცუდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics