|
2025-04-09 16:13:27, 618 ნახვა
მსოფლიო
აშშ პოლონეთში უკრაინისთვის შეიარაღების მიმწოდებელი ჰაბიდან ჯარების გაყვანას გეგმავს
აშშ-ს სამხედრო ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტოფერ დონაჰიუმ, განაცხადა, რომ პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლოგისტიკური ჰაბიდან, იასიონკადან, პერსონალი სხვა ლოკაციებზე გადანაცვლდება. სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება "აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ოპტიმიზაციის ფართო სტრატეგიის" ნაწილია და პოლონეთსა და NATO-ს მოკავშირეებთან თვეების განმავლობაში ჩატარებული შეფასებისა და დაგეგმვის შედეგად იქნა მიღებული. "სამი წლის შემდეგ შესაძლებელია შევამციროთ ჩვენი ყოფნა იასიონკაში და ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს წელიწადში ათეულობით მილიონი დოლარი დავუზოგოთ". - განაცხადა დონაჰიუმ. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლდისლავ კოსინიაკ-კამიშმა, იანვარში განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების დაახლოებით 95% იასიონკას გავლით მიეწოდება, რომელიც პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. "იასიონკას გავლით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი სამუშაო პოლონეთისა და NATO-ს ხელმძღვანელობით გაგრძელდება". - აცხადებს აშშ-ს სარდლობა. "აშშ-ს ჯარები რჩებიან პოლონეთში, თუმცა განლაგებულები არიან სხვადასხვა ლოკაციებზე. იასიონკაში მისია ახლა ძირითადად ნორვეგიის, გერმანიის, ბრიტანეთისა და პოლონეთის ძალების მიერ ხორციელდება". - დაწერა კოსინიაკ-კამიშმა პლატფორმა X-ზე. ცნობისთვის, პოლონეთში მუდმივად დაახლოებით 10 000 ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)