|
2025-04-09 14:08:56, 752 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - ფრანგმა მესაზღვრეებმა ჩვენი თანამშრომელი დააკავეს, ამას პასუხის გარეშე არ დავტოვებთ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საფრანგეთის აეროპორტში დროებით დააკავეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „დემარშების შედეგად, ჩვენს კოლეგას ქვეყანაში შესვლის უფლება მიეცა, თუმცა აეროპორტის სასაზღვრო ზონაში ერთი დღის გატარება მოუწია. ამას პასუხის გარეშე არ დავტოვებთ“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. მისი თქმით, შემთხვევა 6 აპრილს პარიზის შარლ დე გოლის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, როდესაც „ფრანგმა მესაზღვრეებმა რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და მას კომპიუტერი და ტელეფონი ჩამოართვეს“. მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ მომხდარის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყებაში მოსკოვში საფრანგეთის ელჩი დაიბარეს. „პარიზში რუსეთის საელჩომ საფრანგეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში საფრანგეთის საელჩოს ხელმძღვანელობასთან საუბრისას მკაცრი პროტესტი გამოხატა“, - აღნიშნა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)