|
2025-04-07 20:16:15, 771 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ტარიფების ფონზე, Audi-მ აშშ-ში მანქანების ექსპორტი შეაჩერა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Audi ტრამპის ტარიფების ფონზე აშშ-ში მანქანების ექსპორტს აჩერებს და 2 აპრილის შემდგომ გაგზავნილ მანქანებს აშშ-ს პორტებში ინახავს. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გამოცემა Reuters-ის თანახმად, Audi-მ ავტოდილერებს შეატყობინა, რომ 2 აპრილიდან ავტომობილების ექსპორტი შესაბამის გაფრთხილებამდე არის გაჩერებული. აშშ-ში Audi-ს მფლობელი კომპანიის, Volkswagen-ის საწყობებში დაახლოებით 37 000 მანქანა ინახება, რომლებზეც ტარიფები არ ვრცელდება - კომპანიას ამ მარაგის გასაყიდად, სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება. Reuters აღნიშნავს, რომ საავტომობილო მომსახურების მიმწოდებელის, Cox Automotive-ის მონაცემებით, ავტომწარმოებლებს აშშ-ში განთავსებული დაახლოებით სამი თვის სამყოფი მარაგი აქვთ, რომლის გაყიდვაც შეუძლიათ, სანამ ტარიფებთან გასამკლავებლად გრძელვადიან სტრატეგიას შეიმუშავებენ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)