|
2025-04-07 18:49:28, 831 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა 4%-მდე ვარდნით გაიხსნა
აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა 4%-მდე ვარდნით გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. Sky News-ის ცნობით, S&P 500-ის ინდექსი 3.7%-ით დაეცა, NASDAQ-ი 3.9%-ით შემცირდა, ხოლო Dow Jones-ის ინდექსი 3.2%-ით დაეცა. დღეს, ვარდნა განიცადა აზიისა და ევროპის საფონდო ბირჟებმაც. ჰონგ-კონგის Hang Seng-ის ინდექსი 13.2%-იანი ვარდნით დაიხურა, რაც 1997 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ევროპაში საფონდო ბირჟების ინდექსები 4-5%-ით დაეცა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფონდო ბირჟების გახსნამდე აშშ-ის მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა. „აშშ-ს აქვს შანსი გააკეთოს ის, რაც ათწლეულების წინ უნდა გაკეთებულიყო. ნუ იქნებით სუსტები და სულელები! ძლიერები, გაბედულები და მომთმენები იყავით და შედეგიც სიდიადე იქნება“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)