15:35 - 17 Sep, 2026
|
2025-04-07 18:26:40, 654 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში არასასურველი უცხოური ორგანიზაციების გვერდებზე რეკლამების განთავსებას კრძალავენ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთში "არასასურველად" ანდა "ექსტრემისტულად" გამოცხადებული უცხოური ორგანიზაციების რესურსებზე რეკლამების განთავსებას კრძალავს. კანონით რეკლამების განთავსება ასევე აიკრძალება ისეთი ორგანიზაციების ვებგვერდებზე, რომლებიც რუსულმა სასამართლომ აკრძალა ან მათი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, იკრძალება რეკლამების განთავსება "რესურსებზე, რომლებზეც წვდომა კანონმდებლობის შესაბამისად შეზღუდულია". კანონი ძალაში 1 სექტემბერს შევა და, მათ შორის, სოციალურ ქსელებს, Facebook-სა და Instagram-ს შეეხება, რომლებიც რუსეთში დაბლოკილია. ამ სოციალური ქსელების მფლობელი კომპანია, Meta მოსკოვის სასამართლომ 2022 წელს "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)