|
2025-04-07 13:01:55, 718 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო - აშშ-ის მუქარა და ზეწოლა არ არის ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა
მუქარა და ზეწოლა არ არის ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლი ციანმა განაცხადა. პრესსპიკერის თქმით, შეერთებული შტატები, სხვადასხვა საბაბით, აწესებს ტარიფებს ყველა სავაჭრო პარტნიორზე, მათ შორის ჩინეთზე, რაც სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს. „ჩინეთის მთავრობამ ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის მიერ ტარიფების ბოროტად გამოყენების შესახებ. შეერთებული შტატები, სხვადასხვა საბაბით, აწესებს ტარიფებს ყველა სავაჭრო პარტნიორზე, მათ შორის ჩინეთზე, რაც მძიმედ არღვევს სხვა ქვეყნების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, მნიშვნელოვნად აზიანებს წესებზე დამყარებულ მულტილატერალურ სავაჭრო სისტემას და არღვევს გლობალურ ეკონომიკურ წესრიგს, სტაბილურობას. ჩინეთის მთავრობა მკაცრად გმობს და მტკიცედ ეწინააღმდეგება ასეთ ქმედებებს. აშშ-ის მიდგომა არის ტიპური ცალმხრივობის, პროტექციონიზმისა და ეკონომიკური ბულინგის აქტი, რომელიც ზიანს აყენებს სხვებს, მაგრამ საბოლოოდ თავადვე უბრუნდება უკან“, – განაცხადა ციანმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტრამპმა ჩინეთს დამატებითი 34-პროცენტიანი ტარიფები დაუწესა. მანამდე დაწესებულ 20%-იან ტარიფთან ერთად, ჯამში, ჩინეთისთვის ტარიფები 54%-მდე გაიზარდა. საპასუხოდ, ჩინეთმა აშშ-ს დამატებითი 34%-იანი ტარიფი დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)