|
2025-04-04 14:16:22, 688 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - სომხეთის საზღვრების გახსნა დააახლოებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას, როგორც არასდროს
სულ უფრო ფრაგმენტულ მსოფლიოში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი გააძლიერებს კავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებს და ევროპას შორის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის და ცენტრალური აზიის სამიტზე განაცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, შავ ზღვამდე მისასვლელად აუცილებელია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საზღვრების გადაკვეთა შეუფერხებლად. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სამი ათწლეულის განმავლობაში დახურვის შემდეგ, სომხეთის საზღვრების გახსნა თურქეთთან და აზერბაიჯანთან გარდამტეხი იქნება და ის დააახლოებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას, როგორც არასდროს. „ცენტრალური აზია არის გლობალური კარიბჭის განსაზღვრება, ევრაზიის მძლავრი გული. სწორედ ამიტომ, ჩვენი „გლობალური კარიბჭის“ საინვესტიციო დღის წესრიგი ძალიან ფოკუსირებულია ამ რეგიონზე. გასულ წელს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანს ჩვენ დავპირდით 10 მილიარდ ევროს. ეს შეამცირებს სახმელეთო მოგზაურობას ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, დაახლოებით ნახევრით. ეს მხოლოდ 15 დღემდეა. დერეფანი ასევე გახსნის ჩვენს რეგიონებს შორის ბიზნესისთვის გამოუყენებელ პოტენციალს. და ეს გააძლიერებს კავშირებს და ვაჭრობას თქვენს ხუთ ცენტრალურ აზიურ ქვეყანაში. დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ინვესტორების ახალი ფორუმი გაიმართება უზბეკეთში 2025 წელს. ეს უზრუნველყოფს დერეფნის კერძო დაფინანსებას და საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ პროგრესი“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის ქვეყნების კრიტიკული მნიშვნელობის მინერალებზე და აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს უზარმაზარი რესურსები აქვთ. „რეგიონს აქვს მანგანუმის გლობალური მარაგების 40 პროცენტი, ასევე ლითიუმი, გრაფიტი და სხვა. ეს ნედლეული არის მომავალი გლობალური ეკონომიკის სიცოცხლის წყარო. ეს ასევე არის თაფლის ქოთანი გლობალური მოთამაშეებისთვის. ზოგს მხოლოდ ექსპლუატაცია და მოპოვება აინტერესებს. ევროპის შეთავაზება განსხვავებულია. ჩვენ ასევე გვინდა ვიყოთ თქვენი პარტნიორები თქვენი ადგილობრივი ინდუსტრიების განვითარებაში. დამატებითი ღირებულება უნდა იყოს ადგილობრივი“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
შარაშიძე – ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არადემოკრატიული გადაწყვეტილებაა, პარტია უნდა აკრძალოს მხოლოდ ხალხმა
შოიგუ: დასავლეთი უცერემონიოდ ერევა საქართველოში არსებულ ვითარებაში
Nordwind Airlines-ი რუსეთის 15 ქალაქიდან რეისებს სოჭის ნაცვლად სოხუმის აეროპორტში გადაიტანს
ელისაშვილი მდინარაძეს - გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)