|
2025-04-04 11:39:15, 777 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში ყოველ კვირას იქნება შესაძლებელი მინისტრების მოსმენა
საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი დავაინიცირეთ - ახალი პროექტით, სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირების ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება - აქედან გამომდინარე კი, თავის დანიშნულებას კარგავს „მინისტრის საათი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროექტი განსახილველად ბიუროზე ორშაბათს გავა. მისივე განცხადებით, ახალი რეგლამენტის პროექტით „აღმოიფხვრება ყველა ორაზროვნება, რაც პროცედურებშია და ა.შ“. „საპარლამენტო უმრავლესობამ დავაინიცირეთ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი. უკვე ორი წელია პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, ვამუშავებთ ახალ რეგლამენტს. 2 წელია მიმდინარეობს მუშაობა. როგორც იცით, მოქმედი რეგლამენტი მიღებულია 2018 წელს. ის უკვე თითქმის, 7 წელია, რაც ძალაშია. ამიტომ, მოხდა შესწავლა იმის თუ, რა ხარვეზებია, რა გვაჩვენა პრაქტიკამ. მოქმედ რეგლამენტში 65 სხვადასხვა ცვლილება შეტანილი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო თავად რეგლამენტის, როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა, რათა დუბლირებები იყოს გამორიცხული. ასევე, მოხდეს მისი სტრუქტურიზება ლოგიკური თანმიმდევრობით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, ახალი რეგლამენტის მიღება მაისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, რომელიც ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა. „ძირითადი ცვლილებები, რაც საინტერესო შეიძლება იყოს ისაა, რომ ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება. როგორც იცით, ინტერპელაცია გახლავთ პარლამენტის წევრების ინსტრუმენტი, რათა კითხვებით მიმართონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს. შემდეგ, ამ კითხვების შესაბამის პასუხად შესაბამისი სუბიექტები უნდა მოვიდნენ პარლამენტში და პლენარული სხდომის ფორმატში უპასუხონ კითხვებს. შემდეგ კი დებატები იმართება. გაორმაგება ნიშნავს იმას, რომ პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება ინტერპელაციის დღე. ასევე, ხდება ხელახალი მოწესრიგება ინტერპელაციის დროს კითხვაზე პასუხის ეტაპი დასრულების შემდეგ, დებატების წესის. აქამდე უფრო მონოლოგური ხასიათი იყო. ახალი მოწესრიგებით იქნება მონაცვლეობითო გამოსვლა, რაც დებატის და უფრო დინამიკურ ხასიათს მისცემს“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, „მინისტრის საათი“ თავის დანიშნულებას კარგავს“. „აქედან გამომდინარე, თავის დანიშნულებას კარგავს „მინისტრის საათი“, რომელიც 2018 წელს საკომპენსაციოდ იქნა შემოღებული. ზოგ ქვეყნებში არსებობს კითხვების დრო, როდესაც ყოველ კვირას, გამოყოფილია ერთი დღე, რათა ანგარიშვალდებულმა პირმა კითხვებს უპასუხოს. ფაქტობრივად, ჩვენ ეს სისტემა შემოგვაქვს და ყოველ კვირას იქნება შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გვყავდეს სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)