|
2025-04-01 13:25:00, 678 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ზურაბიშვილი არც ლიდერია, არც ლიდერული თვისებები აქვს
კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები გააჩნია და შესაბამისად, ის ოპოზიციის გამაერთიანებელი ვერ იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ზურაბიშვილი არც ხელისუფლებისთვისაა საინტერესო და არც ოპოზიციისთვის. „სალომე ზურაბიშვილი როგორც ჩვენთვის არ არის საინტერესო, ისე იმ რადიკალური დაჯგუფებისთვის. ის მათთვის საინტერესო იყო მაშინ, როდესაც პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა. ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები აქვს, შესაბამისად, ის ვერ იქნება ამ რადიკალური დაჯგუფების გამაერთიანებელი ან წარმომადგენელი. პირდაპირ რომ ვთქვათ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანებულები იქნებიან თუ დაშლილები. როდესაც შენ ქვეყნის წინააღმდეგ დგამ ნაბიჯებს, ხარ აგენტი, ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, ამ ქვეყანაში არანაირი მომავალი არ გაგაჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, კითხვაზე, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას საერთო პლატფორმის ირგვლივ, თბილისის მერი პასუხობს, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. „ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა წარმომადგენლისგან შედგებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს არის ერთი ხელით მართული აგენტურა. შეიძლება დღეს სხვადასხვა სახელები დაირქვან, მაგრამ საბოლოო ჯამში, ერთ რამეს ემსახურებიან - გარე ძალებს. ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს, როგორც გაერთიანებულებს, ისე დაშლილებს, არანაირი პერსპექტივა და მომავალი არ გააჩნიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)