08:37 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 15:26:50, 896 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ცინიზმით უნდა შეფასდეს 31 მარტს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა

ცინიზმით უნდა შეფასდეს 31 მარტს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა, რომელსაც არანაირი მსგავსება არ აქვს პატრიოტული, დამოუკიდებელი ქვეყნისათვის მებრძოლი ადამიანის იმიჯთან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა დღეს საღამოსთვის რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას, რომლის მონაწილეებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვით მიმართავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„პოლიტიკურად მრავალასპექტიანია პერიოდი, როდესაც ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ არცერთ ასპექტში ის არ ემთხვევა არც სალომე ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, და არც მიხეილ სააკაშვილის ხედვებს.  საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ორგანიზებული 31 მარტი აბსოლუტურად განსხვავებულია დღევანდელი პოლიტიკურ ლიდერებად წოდებული ადამიანების ხედვების, პრინციპებისაგან. აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა მიმართულებით, საერთაშორისო პოლიტიკური ხედვებითა და დამოკიდებულებით. პატრიოტული შინაარსი დაკარგულია ამ პერიპეტიებში, რომლებსაც დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრება ჰქვია. რასაკვირველია, ერთი მხრივ, სიღრმისეული ანალიზია გასაკეთებელი, მეორე მხრივ, ცინიზმით უნდა შეფასდეს 31 მარტს სააკაშვილის პორტრეტით გამოსვლის მცდელობა. მით უმეტეს, სალომე ზურაბიშვილის, რომელსაც არანაირი მსგავსება არ აქვს პატრიოტული, დამოუკიდებელი ქვეყნისათვის მებრძოლი ადამიანის იმიჯთან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics