|
2025-03-29 12:26:05, 901 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სამუშია - ვითომ საგამოძიებო კომისია არის ბოროტი პოლიტიკური ცირკი
ვითომ საგამოძიებო კომისია არის ბოროტი პოლიტიკური ცირკი. ჯერ საკუთარ თავს დაარქვეს პარლამენტი და ახლა ამ პარლამენტმა რაღაცა შექმნა და დაარქვა საგამოძიებო კომისია. ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წევრმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა. სამუშიამ „ძლიერი საქართველოს“ იურისტისა და ოფისის მენეჯერის გამოკითხვის შესახებ ისაუბრა, რომლებიც სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ამ წუთებში იკითხებიან. „რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ეს არის ამ ცირკის გაგრძელება, მორიგი სერია. ჩვენი პარტიის თანამშრომლებს, იურისტს რატომ იბარებენ გაურკვეველია და მათი გაგებით, მიმდინარეობს ამ ადამიანების დაშინება. არავის არაფრის ეშინია. ყველამ ყველაფერი ღიად თქვა. მამუკა ხაზარაძემ ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და მათი განცხადებით, ისინი ამ ბოროტ პოლიტიკურ ცირკში, რასაც ე.წ. საგამოძიებო კომისია ჰქვია, მონაწილეობას არ აპირებენ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც ამ მართული სასამართლოს პირობებში მზად არიან ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცენ”, - განაცხადა ლევან სამუშიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება “უნიჭო სანახაობას დგამს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული”.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)