|
2025-03-28 12:37:04, 616 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ბარამიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა რაღაცა ქაღალდი, არამედ იდეა და ვერ გაანადგურებთ
მინდა, ამ მოღალატურ რეჟიმს ვუთხრა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა რაღაცა ქაღალდი, არამედ იდეა და რამდენიც არ უნდა ურტყათ წრე, ვერ გაანადგურებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომლის გარშემოც ყველა ქართველი პატრიოტია გაერთიანებული „მინდა, გამოვეხმაურო რუსული პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რომლის ამოცანაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება, გაუქმება. მინდა, ამ მოღალატურ რეჟიმს ვუთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მხოლოდ რაღაცა იურიდიული დოკუმენტი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის უპირველეს ყოვლისა ის ხალხი, რომელიც არის გაერთიანებული საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იდეის გარშემო. ეს არის ერთიანი, ძლიერი, ქართული, მაშასადამე, ევროპული სახელმწიფო, ეს ნიშნავს ევროკავშირში და ნატო-ში წევრობას. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა და არა რაღაცა დოკუმენტი. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიც არ უნდა ურტყათ წრე, ამას უკვე აკეთებთ მე-13 წელია, ვერ გაანადგურებთ, ისევე როგორც ვერ გაანადგურებთ ქართველ ხალხს, იდეას, რომელიც არის უზენაესი. ეს არის მთავარი ჩვენი ხალხისთვის, რასაც ჰქვია თავისუფლება, ძლიერი, ერთიანი, ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო. ამიტომ სულ ტყუილია მათი მცდელობები. ნუ გგონიათ, რომ ახლა მსოფლიოში არ სცალიათ ჩვენთვის, უკრაინაში ომი მიდის, აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია თავის პოლიტიკას ატარებს სხვადასხვა რეგიონთან მიმართებით, ევროკავშირში ერთად ემზადებიან უკრაინას უფრო მეტად დასახმარებლად და ჩვენთვის არ ცხელათ და ბიძინა ივანიშვილისთვის არ ცხელათ. ასე არ არის. ჯერ ერთი რამდენიმე დღის წინ ვნახეთ როგორ დაასანქცირა უკვე გერმანიამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ახალი მთავრობაა არ მოსულა, უკვე დაასანქცირა ეს რუსული რეჟიმი. ახლა უკვე კონგრესში იხილება „მეგობარი აქტი“. მოიწონეს კიდევაც კონგრესის საგარეო კომიტეტში. ასე რომ, ამ ადამიანებს ნუ ჰგონიათ, მათ შერჩებათ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. ნუ ჰგონიათ, რომ მათ შერჩებათ ის დანაშაულები, რომლებსაც ისინი ჩადიან რიგითი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რადგან ისინი იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის. მათ აუცილებლად, ადრე იქნება თუ გვიან , მაგრამ მე ვფიქრობ უფრო ადრე, ვიდრე ისინი ფიქრობენ, მოუწევთ ამ ყველა დანაშაულზე პასუხის გება. ნუ გონია ამ მოღალატე, კრიმინალთა ბანდას, რომ შეძლებენ ქართველი ხალხის სანუკვარი, მართლა ოცნების და მიზნის რაღაცნაირად უკანა პლანზე გადაწევას და ხელს ააღებინებენ ამ მიზანზე ქართულ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ, მუქარაზე, რომ ჩვენ გაგვაუქმებენ, მათ ნუ ჰგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის რაღაცა ქაღალდი, დოკუმენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომლის გარშემოც არის ყველა ქართველი პატრიოტი გაერთიანებული. ეს არის იდეა ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული, ქართული, მაშასადამე, ევროპული სახელმწიფოსი. ეს ნიშნავს ევროკავშირში წევრობას, ნატო-ში წევრობას და ეს აუცილებლად ასე მოხდება. ქართული საზოგადოება თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევს და ეს მოღალატე კრიმინალები აუცილებლად აგებენ პასუხს ეროვნულო ინტერესების ღალატისათვის. პასუხს აგებენ იმ მრავალი დანაშაულებისათვის, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ჩადიოდნენ, როდესაც თავს ესხმოდნენ, სცემდნენ, კლავდნენ, ატერორებდნენ რიგით ქართველებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უნდოდათ საქართველოს თავისუფლება, მხოლოდ იმიტომ რომ მართლა მშვიდობა, მართლა განვითარება, ნორმალური ქვეყნის მოქალაქეობა და საქართველოს კეთილდღეობა. არ უნდოდათ რუსეთის ვასალობა, არ უნდოდათ რუსეთის მონობა და უნდოდათ იყვნენ იმ ოჯახის წევრობა, სადაც არის თავისუფლება, სადაც არის დემოკრატია და სადაც არის განვითარება“, – განაცხადა ბარამიძემ.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)