|
2025-03-28 11:23:12, 1278 ნახვა
ომი უკრაინაში
მიხაილ პოდოლიაკი - პარიზის სამიტზე უკრაინასა და ევროპას შორის ურთიერთობის განვითარების სამი მიმართულება გამოვლინდა
პარიზში გამართულ სამიტზე უკრაინასა და ევროპას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების სამი ძირითადი მიმართულება გამოვლინდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. „პირველი, ევროპა დამოუკიდებლად განავითარებს თავის თავდაცვით კომპლექსს ან უსაფრთხოების არქიტექტურას; მეორე კომპონენტი არის, რომ უკრაინა არის ამ უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი და ეს მოითხოვს აქტიურ ინვესტიციებს ან საკოორდინაციო გეგმის აქტიურ ქმედებებს ევროპელი პარტნიორებისგან; მესამე კომპონენტი არის ის, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს დღეს და არ გადაიდოს ხუთი, ათი ან 14 წლით“, – ხაზგასმით აღნიშნა მიხაილ პოდოლიაკმა. ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების რეფორმა გულისხმობს სხვა ტიპის კონტროლის სისტემას, სხვა ტიპის იარაღს, ინვესტიციებს ყველა ამ პროგრამაში. „შეიარაღებული ძალები ბევრად უფრო დიდი უნდა იყოს. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე იყო გარკვეული რაოდენობის ხალხი, ვინც უნდა ყოფილიყო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. არმია უნდა გაიზარდოს და შეივსოს სრულიად განსხვავებული ტიპის ტექნიკით, ყოველ შემთხვევაში იმ ტექნიკით, რომელსაც ვიყენებთ, მაგრამ ეს ყველაფერი არის უკრაინის შეიარაღებული ძალების რეფორმირება“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა. მისი თქმით, პარიზში განიხილეს სამხედრო დახმარების პაკეტების მნიშვნელოვანი ზრდა კონკრეტული ქვეყნებიდან.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)