|
2025-03-28 11:06:18, 1210 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი უკრაინის სამ ოლქზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის სადაზვერვო ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთი სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. ამის შესახებ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებების შემდეგ და პარიზში დაგეგმილი უკრაინის მხარდასაჭერად "მსურველთა კოალიციის" სამიტის წინ ისაუბრა. სამიტში 30-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. "ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. ისინი აჭიანურებენ მოლაპარაკებებს და ცდილობენ, რომ აშშ ყალბი "პირობების" შესახებ უსასრულო უაზრო დისკუსიაში ჩაითრიონ, რათა დრო მოიგონ, შემდეგ კი მეტი მიწის ხელში ჩაგდება სცადონ". - თქვა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა უნდა გააგრძელონ და მშვიდობის გარანტირებისთვის ძალების განთავსების ერთობლივი გეგმა შეიმუშაონ. გარდა ამისა, ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას საარტილერიო ჭურვების, დრონებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ერთობლივ წარმოებაში ინვესტიციები სჭირდება.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)