|
2025-03-25 19:10:33, 1586 ნახვა
ომი უკრაინაში
ე.წ. დონეცკის სახალხო სასამართლომ დომენიკ მანგოს პატიმრობა 7 წლით მიუსაჯა
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს მოქალაქეს, 30 წლის კუკური ბარამიძეს (ქართველი ბლოგერი დომენიკ მანგო) დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რუსეთის გენერალური პროკურატურა თავის ვებგვერდზე ავრცელებს. ბარამიძე დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის (შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ ჯარისკაცად მონაწილეობა) მიხედვით ცნეს და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. "სასამართლოს ცნობით, 2022 წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით, ბარამიძე მონაწილეობდა შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულის სტატუსით ქართული ეროვნული ლეგიონის შემადგენლობაში. მან სამხედრო წვრთნა გაიარა კიევში მდებარე საწვრთნელ ბაზებზე, სადაც მიიღო საბრძოლო იარაღის გამოყენების უნარები, შეისწავლა სტრატეგია, ტაქტიკა და შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისათვის აუცილებელი მოქმედების მეთოდები. ბარამიძე აღჭურვილი იყო ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით, საბრძოლო მასალებით, უნიფორმით და სპეციალური აღჭურვილობით, რის შემდეგაც მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში დნრ-ის ძალოვანი სტრუქტურებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების წინააღმდეგ" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. რუსეთის მტკიცებით, ბარამიძემ 310 000 რუსული რუბლის ოდენობის ანაზღაურება მიიღო.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)