|
2025-03-25 12:16:18, 1935 ნახვა
პოლიტიკა
საგამოძიებო კომისია, მამუკა ხაზარაძის მიმართ შემდგომი რეაგირებისთვის, პროკურატურას მიმართავს
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა. მისივე თქმით, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული. „დღეს სხდომაზე მამუკა ხაზარაძე გვყავდა მოწვეული. როგორც ჩანს, ისმენდა თქვენს [შპს „მაგნატის“ მესაკუთრე, ჯემალ ლეონიძე] გამოსვლას და „ფეისბუკის“ საშუალებით განაცხადა მოსვლაზე უარი. ამ კომისიას უწოდა ცირკი და თქვა, რომ ამ ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. თქვენ რომ დაგემშვიდობებით, ვიმსჯელებთ მის უარზე. ვინაიდან „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლის თანახმად, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული, სავარაუდოდ, მოგვიწევს საქმის პროკურატურაში გადაგზავნა. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, ისიც დღეს არის დაბარებული. მან გუშინ „ლელოს“ ოფისში უარი განაცხადა ჩვენი შეტყობინების ჩაბარებაზე, თუმცა იურისტისა და ასისტენტის მეშვეობით, ჩვენთვის დადასტურებულადაა ცნობილი, რომ ის საქმის კურსშია მოწვევასთან დაკავშირებით. ის კვლავ არის მოწვეული კომისიის სხდომაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ის გამოცხადდება დღეს და უპასუხებს იმ შეკითხვებს, რომელიც გვაქვს მით უფრო თქვენ მიერ მონათხრობის შემდეგ“, - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)