12:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 20:13:27, 787 ნახვა

მსოფლიო
დენის შმიგალი - უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, რუსეთს ტერორის გაგრძელება სურს

უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, რუსეთს კი ტერორის გაგრძელება სურს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი რუსული ძალების მიერ ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას.

„უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის, რუსეთი კი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტერორის გაგრძელება სურს. აგრესიის შეჩერების, სამართლიანობის უზრუნველყოფისა და უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს“, - წერს დენის შმიგალი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმის ცენტრს დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 74 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 13 ბავშვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics