|
2025-03-24 14:09:57, 445 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - სალომე ზურაბიშვილი ბალტიისპირეთში დადის, მიზანია, რომ ჩავარდნილ და გაბანკროტებულ რევოლუციას რამენაირად კიდევ ერთხელ სული შთაბერონ
ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ გააჩნია იმის, რომ პოლიტიკურ პროცესებზე რაიმე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს, ზოგადად, ეს რესურსი არც მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ძალისხმევა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ზეწოლა ქვეყანაზე, ხელისუფლებაზე საზღვარგარეთიდან. „ისინი ხელოვნურად ცდილობენ, უცხოური რესურსი ქვეყანაში ვითარების დაძაბვისთვის გამოიყენონ. ვიცით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩვენი ახალი კურატორი, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთი გახდა. სალომე ზურაბიშვილი და მისი სხვა მომხრეები თავის კურატორებთან არიან ჩასული. გარედან იმის კოორდინაცია ხდება, რომ 31 მარტს, ხალხის რაღაცა რაოდენობა მაინც გამოვიდეს. ამიტომ, ამერიკაში უილსონის გამოცოცხლებას ვუყურებთ. აგერ, 600 000 დოლარი გადაირიცხა იმისათვის, რომ ამ მიზნით კონგრესში გარკვეული მოძრაობები განხორციელდეს. აქეთ, ზურაბიშვილი ბალტიისპირეთში დადის რომ მათ 31 მარტამდე რაღაც განცხადებები გაამწვავონ. მიზანია, რომ ჩავარდნილ და გაბანკროტებულ რევოლუციას რამენაირად კიდევ ერთხელ სული შთაბერონ. ზურაბიშვილი გამოყენებადი იყო, როდესაც პრეზიდენტის პოზიციაზე იყო. პრეზიდენტის პოზიციის დაკარგვის შემდეგ მისი სააქციო ღირებულება ძალიან დაბალ დონეზე დარჩა. ბალტიისპირეთში ჩასულია უცხოური დაფინანსებით. ეცდებიან, რომ სალომე ზურაბიშვილის იქ ჩასვლა გამოიყენონ იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ასეთი გზავნილები გააჟღერონ და ხალხში უკმაყოფილების ახალი შხამი შემოაგდონ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)