|
2025-03-23 15:43:59, 1397 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ომს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს მოკავშირეებს, განახორციელონ „ახალი ზეწოლა“ რუსეთზე, რათა ბოლო მოეღოს თავდასხმების „ყოველდღიურ რეალობას“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები მის ქვეყანაზე „ყოველდღიურ რეალობად“ რჩება. მან გაიხსენა ღამით დრონებით თავდასხმა კიევზე, რა დროსაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, ასევე, თავდასხმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. “ეს თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მხოლოდ ამ კვირაში 1580-ზე მეტი მართვადი ბომბი, თითქმის 1100 დრონი და 15 სხვადასხვა ტიპის რაკეტა იქნა გამოყენებული ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. მთელი ეს იარაღი შეიცავს მინიმუმ 102 000 უცხოურ კომპონენტს. ამიტომ რუსი ტერორისტების წინააღმდეგ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს. უნდა აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, სანქციების რეჟიმს გვერდი აუარონ. საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებს და ამ ომს. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა და ჩვენი არმია - მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით და რეალური მხარდაჭერით. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას”, - წერს ზელენსკი.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)