00:33 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-22 16:54:16, 602 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში განხორციელებული საჰაერო დარტყმები დღეს დილით „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებულ რაკეტებზე პასუხს წარმოადგენს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან ქალაქ მეთულას მიმართულებით გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს.

ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აიღო და განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics