|
2025-03-22 11:07:29, 607 ნახვა
პოლიტიკა
ბერლინის სასამართლო - არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზე
გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების შესახებ საქმის განხილვისას ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის" სტატუსის შესახებ სერიოზული ეჭვები არსებობს. "არსებობს სერიოზული ეჭვები იმაზე, შეესაბამება თუ არა საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად დასახელება ევროკავშირის კანონმდებლობას". - წერია დასკვნაში. ბერლინის სასამართლოს ქართველმა წყვილმა მიმართა, რომლებსაც გერმანიის ხელისუფლებამ პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა, რადგან საქართველოს გერმანია "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად" განსაზღვრავს. წყვილის თანახმად, ორივე საჯარო სექტორში მუშაობდა და საპროტესტო აქციებში მიიღო მონაწილეობა - ქმარი ამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს, ცოლს კი შენიშვნა მისცეს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ (CJEU) მოლდოვის შესახებ საქმის განხილვის შედეგად დაასკვნა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ ვერ გამოცხადდება, თუკი მისი ტერიტორიის რომელიმე უსაფრთხო არ არის. საქართველოს შემთხვევაში სასამართლო ამ მხრივ ყურადღებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალზე ამახვილებს. გარდა ამისა, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს სტატუსი, როგორც "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა", LGBT პირების პოტენციური დევნის გამოც შეიძლება განიხილებოდეს. გერმანულ საინფორმაციო სააგენტოსთან, dpa-სთან საუბრისას ბერლინის სასამართლოს წარმომადგენელმა თქვა, რომ დასკვნის შედეგად ქართველ წყვილს ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გერმანიაში დარჩენა შეუძლია. საქართველომ მოლდოვასთან ერთად "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის" სტატუსი 2023 წლის იანვარში აღიდგინა, რადგან ფედერალური მთავრობის თქმით, აღნიშნულ ორ ქვეყანაში მოსახლეობა პოლიტიკური დევნის საფრთხის ქვეშ ძირითადად არ იმყოფება. გერმანიაში ამ სტატუტის მინიჭება-არმინიჭების მიზანი მიგრაციასთან გამკლავების გამარტივებაა: თუკი თავშესაფრის მაძიებელი პირი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდან არის, მაშინ მისი განაცხადის განხილვის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს და თავშესაფარზე უარის თქმაც უფრო მარტივად ხდება.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)