|
2025-03-19 20:00:56, 756 ნახვა
პოლიტიკა
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სანქციებში პოლიტიკური სიმბოლიზმი არის, მაგრამ სიმბოლიზმი მუშაობს - თუ არ განაღვლებს, რატომ საუბრობ?
სანქციებში პოლიტიკური სიმბოლიზმი არის, მოგვიანებით, სხვადასხვა მოცულობით, გერმანიაც კი შემოგვიერთდა, ეს ნიშნავს, რომ სიმბოლიზმი მუშაობს, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა. კერძოდ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ლანდსბერგისს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებების შესახებ ჰკითხა, რომლებიც ამბობენ, რომ ბალტიის ქვეყნების მიერ მათ წინააღმდეგ შემოღებული სანქციები “არაფერს ნიშნავს”. ლანდსბერგისის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების რეაქციით გაოცებულია. “პოლიტიკური სიმბოლიზმი არის ამაში. აშკარად, ამას არასდროს უარვყოფდი. პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც ამის [სანქციების დაწესების] შემოთავაზებით გამოვედით, ესტონეთთან და ლატვიასთან ერთად. დაუყონებლივ გამოვაცხადე, რომ ამაში პოლიტიკური სიმბოლიზმი არის - რათა ვაჩვენოთ, რომ ეს შესაძლებელია. თუ 27 წევრ ქვეყანას შორის არ შეგვიძლია შეთანხმება, ყველაზე პატარა ქვეყანასაც შეუძლია მეტის გაკეთება, ვიდრე 60-მილიონიან, 40-მილიონიან ქვეყანას. ანუ, თუ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, იქნება ამაში მათთვისაც საკმარისი არგუმენტები არის, რომ მოგვბაძონ. და მოგვბაძეს. მოგვიანებით, სხვადასხვა მოცულობით, გერმანიაც კი შემოგვიერთდა. ანუ ეს ნიშნავს, რომ სიმბოლიზმი მუშაობს. ჩვენ რუსთაველის დემონსტრანტები ვართ ევროპაში. შეიძლება არაფერი შევცვალოთ, მაგრამ დროშას ვიღებთ, ქუჩაში მივდივართ და სამართლიანობას მოვითხოვთ. და ვიღებთ რაღაც სამართლიანობას, შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ ნაწილს. ამას თუ არ გავაკეთებთ, მაშინ არაფერი არ იქნება. ძალიან გაოცებული ვარ რეაქციით. ეს აჩვენებს - დიქტატორები ძალიან მყიფეები არიან, თავიანთ ეგოებში, თავიანთ შუშის სახლებში, იმდენად მყიფეები არიან. ვინაიდან, რომ არ იყვნენ [მყიფეები], რეაქცია არ ექნებოდათ. თუ არ განაღვლებს - რატომ საუბრობ ამაზე? რატომ მოდიხარ ჩემს Twitter-ზე და მეუბნები “არ მაინტერესებ”. თუ არ განაღვლებს - არ განაღვლებს. თუ მოდიხარ, თუ კომენტარს აკეთებ, თუ რაღაცას ამბობ პატარა რაღაცაზე - ანუ განაღვლებს, ანუ მყიფე ხარ და ღელავ, ანუ ჩემი სამუშაო უნდა გავაგრძელო”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)