22:00 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 16:50:03, 709 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციაში სრული ქაოსია, სალომე ზურაბიშვილზეც ვერ გაურკვევიათ, თამარ მეფეა თუ მოღალატე

ოპოზიციაში სრული ქაოსია, სალომე ზურაბიშვილზეც ვერ გაურკვევიათ, თამარ მეფეა თუ მოღალატე, ინსტრუქციების გარეშე დარჩენილები კინკლაობაზე არიან გადასული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, „ევრობიუროკრატები დაკავებული არიან გაცილებით მასშტაბური საკითხებით, ვიდრე რადიკალური ოპოზიციისთვის „მესიჯბოქსების“ და ინსტრუქციების გამოშვებაა“.

„ნაციონალური მოძრაობა“ შეშინებულია, მით უმეტეს, საგამოძიებო კომისიის მუშაობის გამო. ბოლომდე გამარგინალიზებულია და თითქოს, რაღაც ახალი დღის წესრიგის შეთავაზებას ცდილობენ. თან მათი უცხოელი უფროსებისგან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიმართ „მესიჯბოქსებიც“ აღარ მიდის, რადგან ევრობიუროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატები დაკავებული არიან გაცილებით მასშტაბური საკითხებით, ვიდრე რადიკალური ოპოზიციისთვის „მესიჯბოქსების“ და ინსტრუქციების გამოშვებაა. სრული ქაოსია. სალომე ზურაბიშვილზეც ვერ გაურკვევიათ, თამარ მეფეა თუ მოღალატე. ინსტრუქციების გარეშე დარჩენილები კინკლაობაზე არიან გადასულები. ოთხივე პარტიის შემადგენლობაში მყოფი ადამიანები ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათიით არ გამოირჩევიან. ვიდრე ახალი ინსტრუქცია წამოვა, თავიანთი ინსტრუქციებით გამოდიან, მაგრამ როგორც კი უცხოეთიდან ახალი ბრძანება იქნება, ისინი ამას დაემორჩილებიან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics