|
2025-03-19 16:04:48, 1096 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი პირველი დაესხა თავს უკრაინას, მოსკოვი არის აგრესორი - ჩვენ მოვიგებთ ამ ომს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დღეს სატელეფონო საუბარს გამართავს დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ ზელენსკიმ ფინეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტს ტრამპთან დაგეგმილი სატელეფონო ზარის შესახებ დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის „წითელი ხაზები“ მოიცავს სამართლიან გარანტიებს, რომ ომი არ განახლდება, ასევე „ათასობით“ ტყვის გათავისუფლებას რუსეთიდან. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიცემული დაპირების დარღვევაში დაადანაშაულა. „პუტინისა და ტრამპის საუბრის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ თითქოს გასცა ბრძანება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ. ღამით 150 უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა თავდასხმა, რომელთა სამიზნეც სხვა ობიექტებს შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც იყო. თავდასხმები განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებებზეც. სამწუხაროდ, ორი საავადმყოფო დაზიანდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პუტინის სიტყვები სრულიად განსხვავდება რეალობისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასთან, ზელენსკის თქმით, ნატო უკრაინასთან ერთად უფრო ძლიერი იქნება, თუმცა აღიარა, რომ ალიანსში გაწევრიანება არ იქნება ადვილი. „რუსეთი პირველი დაესხა თავს უკრაინას, მოსკოვი არის აგრესორი. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის, ჩვენ მოვიგებთ ამ ომს“, – ზელენსკიმ.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)