01:27 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 15:43:37, 593 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ენდობიან

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ენდობიან, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ პრეზიდენტებს, ტრამპსა და პუტინს ერთმანეთის კარგად ესმით, ერთმანეთს ენდობიან და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე ეტაპობრივად სვლას გეგმავენ“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენის ძლიერი სურვილი აქვთ.

„ძალიან ბევრი რამ იყო, რაც წინა ადმინისტრაციის დროს გაფუჭდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენას, ორი ქვეყნის პრეზიდენტის ნების მხარდაჭერით, დრო და ძალისხმევა დასჭირდება. ორი პრეზიდენტის ძლიერი სურვილი საუკეთესო გარანტიაა იმისთვის, რომ ამ გზას ყველა გაივლის, როგორც ამერიკაში, ისე რუსეთში“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics