|
2025-03-18 13:59:21, 491 ნახვა
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი - ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც
ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც, ამას ვუშვებ, - ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომელიც პროკურატურაში იმყოფებოდა და წერილით დატოვა, სადაც ითხოვს სასამართლოს განჩინება გააცნონ, სადაც ახსნილი იქნება, თუ რის საფუძველზე დააყადაღეს მისი ფონდი. როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, პროკურატურა ოფიციალურად არ აცნობს ინფორმაციას, თუ რის საფუძველზე დააყადაღეს მისი ფონდი. „ოფიციალური განჩინება არ ჩაგვბარებია. პროკურატურა ოფიციალურად არ მატყობინებს რა იყო მათი საფუძველი, რის შედეგადაც მიიღეს გადაწყვეტილება. ერთია რომ ზედაპირულ განცხადებას ავრცელებენ, მეორე რა დევს საქმეში, რის საფუძველზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. დასაბუთებული ვარაუდი მაქვს, რომ პროკურორების სახელებსა და გვარებს მიმალავენ. კარგად იციან რა იქნება ჩემი რეაქცია ამ პროკურორების მისამართით. კანონი არ გვიკრძალავს, მთელ რიგ შესაძლებლობებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პროკურორს სახელობითად გავაგებინოთ სინამდვილეში რის გარეშე დატოვეს პატარა ბავშვები. ახლა ჩხრეკა რომ ჩატარდება, ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ, არ გამოვრიცხავ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც, ამას ვუშვებ. ხომ გეცინებათ, ხომ ფიქრობთ რომ „ქოცებმა“ რა სიგიჟე შესაძლოა ჩაიდინონ, მე ამას ვუშვებ“,- აღნიშნავს ჟორჟოლიანი. ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)