22:43 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 10:47:59, 615 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - რეჟიმი ქუჩის პროტესტით და ეროვნული წინააღმდეგობით უნდა გადავტეხოთ

"რეჟიმი ქუჩის პროტესტით და ეროვნული წინააღმდეგობით უნდა გადავტეხოთ" - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება სისტემის დემონტაჟის გარეშე შეუძლებელია. 

ჩვენი აქტივი მთლიანად არის ჩართული ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ. ქუჩის ბრძოლის გარდა ალტერნატივას ვერ ვხედავთ. საგარეო ფრონტზეც ვაქტიურობთ, ჩვენი ლიდერებიც ჩადიან უცხოეთში, მაგრამ მთავარი მაინც ბრძოლის ხაზია აქ. ქუჩის პროტესტით, ეროვნული წინააღმდეგობით უნდა გადავტეხოთ ეს რეჟიმი. მათ შორის სააკაშვილის გათავისუფლების გზაც ამ სისტემის დემონტაჟზე გადის. როცა ვითხოვთ ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, სისტემის დემონტაჟის გარეშე ეს არ მოხდება". - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics